11 აპრილის მონაცემებით, საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში დახმარება საქართველოს 3571 მოქალაქეს აღმოუჩინეს, ხოლო სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით 5319 მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებული დაბრუნების ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების და სახმელეთო გზით ამ დროისთვის საქართველოში 5319 ადამიანი დაბრუნდა.
უწყების ვებგვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები COVID 19 გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ, სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.